ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ პოპულარობა კატასტროფულად დაეცა, ისინი პრაქტიკულად გადიან პოლიტიკური ველიდან

IRI -ს კვლევამ პირდაპირ აჩვენა, თუ რატომ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ დემარში და თქვა, რომ ანულირებულია თითქოსდა შეთანხმება, სწორედ ამ შედეგების გამო, რომელიც ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგებს,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ IRI -ს კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, IRI არის მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა უკიდურესად დაეცადა და პრაქტიკულად მმართველი ძალა გადის პოლიტიკური ველიდან.

„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ჩაატაროს კვლევები ქართული კომპანიების გამოყენებით იმისთვის, რომ იცოდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობები, მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია პოლიტიკოსებს, რომ გავითვალისწინოთ. შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი რეპუტაციის ორგანიზაცია ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები, გამოვიტანოთ ადეკვატური დასკვნები ყველამ. რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას“, ცხადია, არ მოსწონს ის, რომ მისი პოპულარობა კატასტროფულად დაეცა და პრაქტიკულად, ისინი უკვე გადიან პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა და ეს გარდაუვალია და ჩვენ მშვიდად უნდა დავასრულოთ ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს კვლევები გვაჩვენებენ პოლიტიკოსებს, რომ საჭიროა აქტიურად ვიმოქმედოთ, უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ, უფრო აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან, მაგრამ ამავდროულად, პირდაპირ აჩვენა ის, თუ რატომ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ დემარში და თქვა, რომ ანულირებულია თითქოსდა შეთანხმება, სწორედ ამ შედეგების გამო, რომელიც ემთხვევა მათ მიერ ჩატარებულ გამოკვლევების შედეგებს,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთანავე, ჯაფარიძის შეფასებით, ის მხარდაჭერა, რომელიც კვლევის თანახმად „ლელოს“ აქვს, უკავშირდება მოსახლეობის აპათიურობას პოლიტიკოსების მიმართ.

„მოსახლეობა არის აპათიურად განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც სტიმული, იმისთვის, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და საბოლოო ჯამში, უნდა გვქონდეს ერთი მიზანი, „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, შევქმნათ კოალიციური მთავრობა და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს