გიორგი გახარია - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა არის ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრები

ჩემთვის მოქალაქეებთან შეხვედრას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი პრინციპი ღირსება, კეთილსინდისირება და პროფესიონალიზმი იქნება, ხალხში არსებული პრობლემები საკმაოდ სწრაფად მოგვარებადია.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა არის ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრები. ერთი თვეა თითქმის სოფელ-სოფელ დავდივართ, ჩემთვის ამას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევას, იმიტომ რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხალხთან ურთიერთობა და იმ განცდების და ემოციების აღება, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ ციფრებს. ხალხში არსებული პრობლემები, ასე ვთქვათ საკმაოდ სწრაფად მოგვარებადი, ოღონდ იმ შემთვევაში თუ ნებისმიერი ხელისუფლების ძირითადი პრინციპი, იქნება ღირსება, კეთილსინდისირება და პროფესიონალიზმი. ეს არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც დარწმუნებული ვარ შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და როცა ამაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ძლიერ ინსტიტუტებს. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სამწუხაროდ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფოა, რომელიც თავის ძირითად ძირითად საბაზისო ინსტიტუტებს ვერ ასრულებს. ამაში დამნაშავეა კორუფციული პრობლემები და ნეპოტიზმი, ეს ყველაფერი კი მოგვარებადია“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, მათი მიზანია შექმნან ძლიერი პოლიტიკური პარტია.

„ადრე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ღონისძიებების გეგმა, რომელსაც მივყვებით. ვერავინ განგვისაზღვრავს ჩვენს ფუნქციას. ჩვენი ფუნქცია არის შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური პარტია, გრძელვადიანი, რომელიც დაფუძნებული იქნება ფასეულობებზე და ასევე, სოციალურ ბაზაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ასევე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც ფასეულობები იქნება მნიშვნელოვანი და არ იქნება ბევრი პარტიის მაგვარი. ვაგრძელებთ ჩვენს გეგმას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ განგვისაზღვრავს ჩვენს ფუნქციას, იდეას, მისიას და იდეოლოგიასაც“,-განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% -„ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა