რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში სამედიცინო პერსონალი  განთავსდება, რომელიც ვაქცინირებულ პაციენტებს დააკვირდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში, რამდენიმე დღეში სამედიცინო პერსონალი განთავსდება, რომელიც ვაქცინირებულ პაციენტებს დააკვირდება. აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე, ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს სწორედ სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს.

რამოდენიმე დღეში მოეწყობა სივრცეც, სადაც შესაძლებელი იქნება დაკვირვება. მოქალაქეები განთავსდებიან ოთახში, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დაკვირვების მედდა იქნება, რომელიც უკვე აცრილ პაციენტებს დააკვირდება, რომ რაიმე შემდგომი გართულება არ იყოს“, - განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ვაქცინაციაზე მისული პირებისთვის კარვები გაიხსნა. ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს, სადაც გამაგრილებელი სისტემაც არის განთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა