პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერები ლაშა ტალახაძეს - გილოცავთ, მაგარი კაცი ხარ!

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაშა ტალახაძეს მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვება მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სპორტსმენს პირადად დაურეკა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ, მაგარი კაცი ხარ!“, - მიმართა ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს.

საუბრის ბოლოს პრემიერმა, ასევე მასთან ერთად მყოფმა ირაკლი კობახიძემ, კახა კუჭავამ, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ ქართველ სპორტსმენს დღეს მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძის მიერ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას პრემიერი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და გამარჯვება სრულიად საქართველოს მიულოცა.

“გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით! მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი! ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!”- დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა