ლუკა სირაძის ძმა - მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდებოდა - ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახი საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას „გავლენიანი ნაცნობების“ ჩარევას უკავშირებს.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლობაა და ის მხოლოდ კარგი ყოფაქცევის გამო ვერ გათავისუფლდებოდა.

„მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის განცხადება მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ ჩოლოიანი კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. გავარკვევთ, რა სამართლებრივი პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არც მე მაქვს და არც ადვოკატს. უდო-ს კომისია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, არ აქვთ ვალდებულება საქმის კურსში ჩაგვაყენოს დაზარალებული მხარე. ეს გადაწყვეტილება ალბათ, მიიღეს მარიანა ჩოლოიანის ძველი მეგობრების და მისი მფარველების მეშვეობით. რა თქმა უნდა, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება არ შემიძლია. ის გამოცდილი კადრია, დიდი ხანია პოლიციაში მუშაობს და არ არის გამორიცხული თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავდეს ახლობლები, თუნდაც უდო-ს კომისიაში, რომლებიც ერთ-ორ სიტყვას შეაშველებდნენ. ისე არ მოხდებოდა მისი გათავისუფლება, კარგი ყოფაქცევის საფუძველზე, როდესაც ასეთი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, საქმე ეხება 15 წლის ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. თუ ჩარევა არ მოხდა ვინმესი, ასე მარტივად მას ვერავინ გაათავისუფლებდა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მას გათავისუფლება კანონით ეკუთვნოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა. სხვა ბევრი ადამიანი შეიძლება იქცეოდეს ციხეში კარგად, მაგრამ მათ გარეთ არ უშვებენ. ჩოლოიანმა ციხეში მხოლოდ წელიწადი და რამდენიმე თვე გაატარა“, - განაცხადა ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გუშინ გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლუკა სირაძის ძმა - მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება მისი მფარველების მეშვეობით მოხდებოდა - ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის გარეთ სხვებს არ უშვებენ

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახი საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას „გავლენიანი ნაცნობების“ ჩარევას უკავშირებს.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლობაა და ის მხოლოდ კარგი ყოფაქცევის გამო ვერ გათავისუფლდებოდა.

„მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის განცხადება მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ ჩოლოიანი კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. გავარკვევთ, რა სამართლებრივი პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არც მე მაქვს და არც ადვოკატს. უდო-ს კომისია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, არ აქვთ ვალდებულება საქმის კურსში ჩაგვაყენოს დაზარალებული მხარე. ეს გადაწყვეტილება ალბათ, მიიღეს მარიანა ჩოლოიანის ძველი მეგობრების და მისი მფარველების მეშვეობით. რა თქმა უნდა, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელება არ შემიძლია. ის გამოცდილი კადრია, დიდი ხანია პოლიციაში მუშაობს და არ არის გამორიცხული თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავდეს ახლობლები, თუნდაც უდო-ს კომისიაში, რომლებიც ერთ-ორ სიტყვას შეაშველებდნენ. ისე არ მოხდებოდა მისი გათავისუფლება, კარგი ყოფაქცევის საფუძველზე, როდესაც ასეთი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, საქმე ეხება 15 წლის ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. თუ ჩარევა არ მოხდა ვინმესი, ასე მარტივად მას ვერავინ გაათავისუფლებდა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ მას გათავისუფლება კანონით ეკუთვნოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა. სხვა ბევრი ადამიანი შეიძლება იქცეოდეს ციხეში კარგად, მაგრამ მათ გარეთ არ უშვებენ. ჩოლოიანმა ციხეში მხოლოდ წელიწადი და რამდენიმე თვე გაატარა“, - განაცხადა ბექა სირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გუშინ გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა