„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ და შრომითი პირობები გაუუმჯობესდებათ

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ცალკეული ჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება და თანამშრომლებს ხელფასი აუცილებლად გაეზრდებათ.

მისი თქმით, ასევე დაგეგმილია შრომითი პირობების გაუმჯობესება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა.

„პანდემიის დროს, შარშან, პირველი დეკემბრიდან ყველა თანამშრომელს მინიმალური ხელფასი 125 ლარით მოვუმატეთ. ამის გარდა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება. მომავალი წლიდან თანამშრომლებს ისედაც ეზრდებოდათ ხელფასი და განიხილებოდა ეს საკითხი. მომავალი წლიდან აუცილებლად მოემატება ყველას ხელფასი. გარდა ამისა, უფასო დაზღვევა ექნება ყველა თანამშრომელს 1-ელი იანვრიდან“, - განაცხადა ფაჩულიამ.

როგორც მან აღნიშნა, გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელშეუხებლობაა და მათ ამ თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნებათ.

„იმის გამო, რომ მათ პრეტენზია წარმოადგინეს, ხელშეუხებლობას ითხოვენ. ამის გარანტია მივეცით ხელმძღვანელობამ. თქვენთანაც ვამბობ, აბსოლუტური ხელშეუხებლობა ექნება ყველა ადამიანს. მადლობაც გვინდა გადავუხადოთ, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს ქალაქს ალამაზებენ. მათ ამ სამსახურში წინააღმდეგობა არ შეექმნებათ“,- განაცხადა ფაჩულიამ.

მისი განმარტებით, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაო გრაფიკი არ მოსწონდათ, შეუძლიათ ხვალ დილიდან მუშაობა ძველი გრაფიკით გააგრძელონ.

„ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს თითოეულ თანაშრომელთან, თუ რატომ არ მოსწონთ ახალი გრაფიკი. პირველ რიგში, რასაც დავპირდით, ხვალ დილიდან მათ ძველი გრაფიკით მუშაობა შეუძლიათ ან დღესვე. ასევე ითხოვენ ფორმის შეცვლას, მიმდინარეობდა ტენდერი, თუმცა, სამწუხაროდ რიგი პრობლემების გამო დროში გაიწელა. უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და ალბათ, დღე-დღეზე უკვე ხელშეკრულებას გავაფორმებთ. მაქსიმუმ 10 სექტემბრადე მათ ახალი ფორმები ექნებათ“,- განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები დღეიდან გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის