„თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს ინოვაციურ მოდელს  სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს ინოვაციურ მოდელს, საბანკო მომსახურებების გამოწერის სერვისს სთავაზობს, რომელიც მოიცავს საბანკო და საოპერაციო პროდუქტების ერთობლიობას, განსაკუთრებულ შეთავაზებებს და ბენეფიტებს.

„თიბისის“ ინფორმაციიით, საბანკო პროდუქტების ნაკრების გამოწერით მომხმარებელი „თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრი ხდება.

„ გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ახალი, ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები, გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახაჯების გარეშე.

რომელიმე ნაკრების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი „თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრი ხდება, რომელიც მიზნად ისახავს კლიენტების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას, კლუბის წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ნეთვორქინგსა და სოციალიზაციას.

ნაკრების გამოწერით მომხმარებელს შესაძელობა აქვს მიიღოს შემდეგი საბანკო პროდუქტები:

ბიზნეს ანგარიშის გახსნა, ბიზნეს ბარათი, ინტერნეტ ბანკი და ბიზნეს აპი, დიჯიპასი, კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე, გადარიცხვის და განაღდების განსაზღვრული ლიმიტები (განსხვავდება ნაკრების მიხედვით), 50 ლარიანი პაკეტის შემთხვევაში დამატებით მიიღებთ მულტისავალუტო ბიზნეს ბარათს, რაც მთავარია ნებისმიერი ნაკრების გამოწერის შემთხვევაში, ბიზნესის წარმომადგენლებს აღარ მოუწევთ საბანკო პროდუქტების ცალ-ცალკე შეძენა ან დამატებით საკომისიოს გადახდა, ისინი როგორც ბიზნეს კლუბის წევრები გადაიხდიან მხოლოდ ნაკრების გამოწერის ფიქსირებულ ტარიფს.

რაც შეეხება არასაბანკო ბენეფიტებს. ესენია, განსაკუთებული შეთავაზებები, რაც მოიცავს პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს სხვადასხვა სერვისზე და მომსახურებებზე. ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნეს მენტორებთან, ბიზნესის საჭიროების მიხედვით, სასწავლო კურსებზე დასწრება, Q&A სესიები.

გახდი „თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრი, გამოიწერე ნაკრები და ისარგებლე განსაკუთრებული შესაძლებლობებით შენი ბიზნესისათვის.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიე ვებგვერდს: tbcbusiness.ge“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი