NDI - ის გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა. გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ უკვე აიცრა, 11% კი აცხადებს, რომ არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს, 20% აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო, 13% აცხადებს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 2% აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.

ამასთან, კითხვაზე, რომ დაგჭირდეთ, იცით თუ არა როგორ დარეგისტრირდეთ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ იცის, გამოკითხულთა 56% კი აცხადებს, რომ არ იცის.

კითხვაზე, ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ მიდის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ პროცესი ცუდად მიდის, 37% კი მიიჩნევს, რომ კარგად მიდის, ხოლო 18% კი აცხადებს, რომ არ იცის.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში