ამირან გამყრელიძე - სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებებია, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით უნდა მოხდეს, რომლის დოზებს შორის მოკლე ინტერვალია, ასეთი „სინოვაკი” გვაქვს

იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით უნდა მოხდეს, რომელთა დოზებს შორის არის მაქსიმალურად მოკლე ინტერვალი, ამ შემთხვევაში ასეთი გვაქვს „სინოვაკის“ ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა, არის ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა.

„ზოგადად სტრატეგია ინფექციის შეკავების, განსხვავებით შარშანდელი წლისგან წელს რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე დაიყვანება, ერთ-ერთი იარაღია ვაქცინა, ამიტომ ვაქცინაციის ინტენსიფიცირება და სწრაფად მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა. მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინებს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი აქვთ სხვადასხვა, ამიტომ დღეს ერთ-ერთი რეკომენდაცია გვაქვს ასეთი - იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს სწრაფად მოხდეს მოსახლეობის აცრა მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით, ამ შემთხვევაში „სინოვაკის“ მარაგი არის, რათა ქვეყანაში სწრაფად მივიღოთ საკმარისი იმუნური ფენა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის