პაატა იმნაძე - პროპორციულად რომ შევადაროთ 100 000 მოსახლეზე, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტია ავადობა ჩვენთან

საველე ჰოსპიტლის ქართული ვარიანტი არის კოვიდ სასტუმროები, თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, იქნება საველე ჰოსპიტლები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდ სასტუმროების ქსელი მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს.

„თუ ესეც არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, ბევრ ავადმყოფს დიდ სივრცეში მოვუვლით. იმის გამო, რაც ჩემ კოლეგებს წელიწადნახევარია გადააქვთ, კიდევ ერთხელ თითოეულ მათგან ღრმა პატივისცემა მინდა, რომ გამოვუცხადო. პროპორციულად რომ შევადაროთ, 100 000 მოსახლეზე ჩვენ, დღეს რა ავადობაც გვაქვს, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

„რამდენი ინფიცირებულიც იქნება, იმდენი ათასი ავადმყოფიდან დაახლოებით 10-13 გარდაიცვლება. სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ, სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ლეტალობა ყველან, განვითარებულ ქვეყნებში ვსაუბრობ, ამ ეტაპზე არის 1% ან 1,3%“,-განაცხადა იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი