ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფოს 9 ახალი სპეცმანქანა გადასცეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ესტუმრა, სადაც თანამშრომლების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სამსახურს ევროსტანდარტების მიხედვით აღჭურვილი ავტოტრანსპორტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურისთვის 8 ერთეული Mercedes Benz–ის მარკის, მაღალი გამავლობის, მანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა. სპეცმანქანები ქობულეთის რაინულ სამსახურსაც გადაეცა.

,,ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. ახალი სპეცმანქანების ეკიპირება რეანომობილთანაა მიახლოებული. მაღალი გამავლობა კი, აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

კიდევ ერთი სიახლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას ეხება. თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის რეგიონში, მთავრობასთან შეთანხმებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილო. ხოლო, ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ტერიტორიაზე, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.

მინისტრთან ერთად ბათუმში ოფიციალური ვიზიტით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდიაც იმყოფება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია