ირაკლი ზარქუა - მიხარია, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობა“ და წარმოადგინა თავისი კანდიდატები შესაძლებლობის ფარგლებში - არ არის აუცილებელი ოჯახის წევრები, თუმცა, მათიც მესმის

მიხარია, ბოლოსდაბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და წარმოადგინა თავისი კანდიდატები შესაძლებლობის ფარგლებში. არ არის აუცილებელი ოჯახის წევრები, თუმცა, მათიც მესმის, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მერობის კანდიდატების წარდგენას.

მან გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა.

„მიხარია, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და წარმოადგინა თავისი კანდიდატები შესაძლებლობის ფარგლებში. მე ვისურვებდი, რომ ბატონი ანზორ მელია... დაასვენოს ოჯახის წევრები. გვახსოვს, ჩვენ სანდრა რულოვსი არჩევნების დროს, როდესაც დაპირება ათქმევინეს და შემდეგ ვერ შეასრულდა. არ არის აუცილებელი ოჯახის წევრები, თუმცა, მათიც მესმის.

ზოგ რაიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოდგენილი ჰყავს კანდიდატები, რომლებიც ალბათ, დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში იბრძოლებენ. მე მაინც მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაგვიმართლა ფოთში, მგონი, წაგებას გადავურჩით. რამდენადაც მქონდა ინფორმაცია ქალბატონი ბოკუჩავა იყო იქ წარმოდგენილი. გადავრჩით „ქართული ოცნება“. მგონია, რომ ფოთს „ქართული ოცნება“ მოიგებს, რადგან ქალბატონ ბოკუჩავამ უარი თქვა, თუ ათქმევინეს.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ ხარვეზებისა და შეცდომების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობას მაინც ვეიმედებით, რომ პრობლემები და გამოწვევები გადავჭრათ. ეს მხოლოდ მმართველ პარტიას ძალუძს იმ გამოცდილებით, შეხედულებებით, ღირებულებებით, გუნდით და კომპეტენციით. დანარჩენი, ვინ, სად, როგორ, ეს მათი არჩევანია, გინდ ოჯახის წევრები და გინდ პარლამენტარები ამოგზაურონ რეგიონებში“,-აღნიშნავს ზარქუა.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არათანმიმდევრულ ნაბიჯების გამო გაკოტრებულია. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხების ფორმულაა, რაც ოპოზიციაშიც იციან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა