ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისის მონაცემებით, ერთჯერად აცრილებში 0.9% რეინფიცირება, ორჯერადად აცრილებში კი 0.3% გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოში ადმინისტრირდება „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“, იცავენ ადამიანებს დღეს მოცირკულირე ყველა შტამისგან, ოღონდ განსხვავებული პროცენტით.

როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ეს პროცენტი მერყეობს 70-დან-88%-ს შორის სხვადასხვა ვაქცინებზე.

„ისინი იგივე „დელტა“ შტამზეც მუშაობენ. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ეს ვაქცინა იგივე „დელტა“ შტამთან მიმართებით მოქალაქეებს დაიცავს ჰოსპიტალიზაციისგან, დიდი ალბათობით რეანიმაციაში მოხვედრისგან, დამძიმებისა და სიკვდილიანობისგან. ეს ვაქცინები მუშაობენ „დელტა“ შტამზე. რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა რეინფიცირება აცრის შემდეგ? გვაქვს. სექტემბერშიც გამოვაქვეყნებთ ალბათ ივლის-აგვისტოს თვის მონაცემებს. ივნისის მონაცემებით, ერთჯერად აცრილებში გვქონდა 0.9% რეინფიცირება, ორჯერადად აცრილებში 0.3%. ეს თითქმის თანაბარი იყო ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ივნისის ჩათვლით ადმინისტრირდებოდა. მაშინ ცოტა გვქონდა „ფაიზერი“ 30 ათასამდე დოზამდე, მეტი იყო ჩინური ვაქცინები და „ასტრაზენეკა“. ახლა უფრო მეტი დოზები ივლისსა და აგვისტოში გაკეთდა და სექტემბერში ახალ მონაცემებს გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა