ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალისტებს უმასპინძლა

კონკურსის ფინალისტებს, რომლებსაც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები უნდა წარედგინათ, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კონკურსში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის ფინალისტებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები გადასცა.

„ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალის ფინედუს ინიციატივითა და ფინანსური სექტორის 4 წარმომადგენლის მხარდაჭერით ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებულები, ონლაინ შეხვედრის დროს, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.

3 გამარჯვებულ პროექტის ავტორს - შმაგი ბურდულს, ბექა ბურდულს, ლუკა ზედაშიძესა და ნინი ბოჭორიშვილს პარტნიორი ორგანიზაციებისგან - სს "მისო სვისკაპიტალი“, სს "კრედო ბანკი“ და სს "მისო ევროკრედიტი“ – 1000 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან“ - ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის - YES Georgia-ს ვაუჩერი გადაეცათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. ეს დღე, მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია