შრომის ინსპექტორები საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. ამჯერად, შრომის ინსპექტორები მონიტორინგს საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ.

ზედამხედველობის ფარგლებში, ინსპექტორებმა პირადად გააკონტროლეს ადგილზე არსებული ვითარება და ობიექტებში დაწესებული რეგულაციების აღსრულება კითხვარის საშუალებით შეამოწმეს. შრომის ინსპექტორებმა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნეს. შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. პროცესში შემოსავლების, სურსათის უვნებლობის ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია არის ჩართული.

შრომის ინსპექციის სამსახური მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს