გიტანას ნაუსედა - ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია - დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა იდგეს თავისუფლებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად

ლიეტუვა არასდროს აღიარებას ყირიმის ოკუპაციას, ყველა ლიეტუველისთვის ცხადია, რომ ყირიმი დამოუკიდებელი უკრაინის განუყოფელი ნაწილია, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის კონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში უკრაინაში იმართება.

როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს. ნაუსედამ პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ყირიმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩენას ემსახურება.

„ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია, ჩვენ გამოწვევებით სავსე დროში ვცხოვრობთ, დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა იდგეს თავისუფლებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად. ეს დღეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი დაუყოვნებლივი მიზანი რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება უნდა იყოს, ეს ნამდვილად დაგვეხმარება იმ ახალ გამოწვევებთან ეფექტურ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც ახლა ევროპაა“, - განაცხადა ნაუსედამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა