ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების რიტორიკა, რომ არჩევნების გადადება ეს არის ოპოზიციის შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ - ჩვენი პარტია მზადაა ყველა ვარიანტისთვის

ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების გადადება ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, აჩვენებს, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია მზად არის ყველა ვარიანტისთვის, რადგან უპირველეს ყოვლისა მათ ინტერესში ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

„ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვარებულიყო უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, ახლა ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ოპოზიციის სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემა, ამაშიც, ისინი არიან ძალიან „ღია და გამჭვირვალე“, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე, მართებულად მიიჩნევს, არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის