ზაზა ფირალიშვილი - არჩევნები ნამდვილად უნდა გადაიდოს, ამ სიტუაციაში ის არ იქნება სრულფასოვანი

არჩევნები ნამდვილად უნდა გადაიდოს. ამ სიტუაციაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი, - ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, ზაზა ფირალიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გართულებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, არჩევნები რთულ პროცესუალურ პრობლემებს გამოიწვევს.

ამასთან, ფირალიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციამ არჩევნების გადადების საკითხი იმის გამო გაააქტიურა, რომ ოქტომბერში დამარცხებას ელოდება. ფირალიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების მსგავსი პოზიცია წმინდა წყლის პოლიტიკური და პროპაგანდისტული მესიჯია.

მანვე აღნიშნა, რომ დიდი ხანია, რაც ოპოზიცია ასეთი ენთუზიაზმით სავსე არ ყოფილა. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ ძალებს იმის იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს.

ფირალიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა პარტია ”ლელოს“ მიერ თბილისში დასახელებულ მერობის კანდიდატზე, ანა ბიბილაშვილზე.

„მე ვერ გეტყვით, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. შანსი იმისა, რომ ამ კანდიდატმა გაიმარჯვოს, ძალიან მცირეა. არ მგონია, რომ „ლელოში“ განსაკუთრებული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე იმედს ამყარებენ. შესაძლებელია, უნდათ, რომ ადამიანი საზოგადოებას გააცნონ, რათა მან სამომავლოდ რაღაც იდეები გაახმოვანოს. ეს გახლავთ ჩვენთან მიღებული სტრატეგია, როცა ყველა არჩევნებში შენს პოზიციასა და კანდიდატს ასახელებ. თუ რამდენად ეფექტურია, ეს მეორე საკითხია. ყველაფერი „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია