ამირან გამყრელიძე - ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევებს ვსწავლობთ, გიდასტურებთ, რომ ივნისის შემდეგ რამდენიმე შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს

ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევებს ვსწავლობთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შედეგები სექტემბრის შუა რიცხვებში, სპეციალური პროტოკოლის გავლის შემდეგ გამოქვეყნდება.

„ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევებს ვსწავლობთ. იცით, რომ ივნისის ბოლომდე, როცა ჩვენი მეექვსე გადახედვა გამოქვეყნდა, ორჯერ აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. გიდასტურებთ, რომ ივნისის შემდეგ არის დაკვირვება და შესწავლა რამდენიმე შემთხვევის. სპეციალური პროტოკოლია, როგორ უნდა შეისწავლო. გარდა ამისა, არის ვერბალური აუტოფსია, უნდა დაუკავშირდე მის ახლობლებს, კარგად უნდა გაიარო ისტორია და ნამდვილად თქვა, რომ ის ორჯერადი აცრის, 14 დღის შემდეგ დაიღუპა კოვიდით და ასევე მერე უნდა გაატარო ანალიზი კოვიდთან ერთად კიდევ რა იყო და მან ხომ არ გადასძლია. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ანალიზს დავამთავრებთ, სექტემბრის შუა რიცხვებში და გამოვაქვეყნებთ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა