„ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით, „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთითა და დაფინანსებით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, 6-11 აგვისტოს ჩატარდა.

„თვითოეულ ქალაქში ჩატარდა 600 სრული ინტერვიუ და ცდომილება შეადგენდა 3%-ს.

კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ვერსად აგროვებს 35%-ზე მეტს, რაც ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მარცხდება რეფერენდუმში.

ქალაქების მიხედვით ეს მაჩვენებელია: თელავი (ალოკაცია) - არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები („ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოსთვის“ და სხვა) - 66 % (ენმ 36 %), „ქართული ოცნება“ 34 %; ხოლო თელავში ალოკაციის გარეშე - ოპოზიციური პარტიები 47% („ენმ“ 25%), „ქართული ოცნება“ 27%, უარი/არ ვიცი 10%;

ქუთაისი (ალოკაცია): ე.წ. რეფერენდუმში მონაწილე ოპოზიციური პარტიები 66% („ენმ“ 32%), „ქართული ოცნება“ 34%. იგივე ქალაქი ალოკაციის გარეშე - ოპოზიცია 49% („ენმ“ 23%), „ქართული ოცნება“ 26%, უარი/არ ვიცი 8%.

რუსთავი (ალოკაცია): ე.წ. რეფერენდუმის პარტიები მმართველი გუნდის გარდა 66% („ენმ“ 31%), „ქართული ოცნება“ 34%, ალოკაციის გარეშე კი - ოპოზიცია 49% („ენმ“ 23%), „ქართული ოცნება“ 25%, უარი/არ ვიცი 11%.

ბათუმი (ალოკაცია): ოპოზიციური პარტიები 67% („ენმ“ 29%), „ქართული ოცნება“ 33%, იგივე ქალაქი ალოკაციის გარეშე კი - ოპოზიცია 47% („ენმ“ 21%), „ქართული ოცნება“ 26% , უარი/არ ვიცი 13 %“, - განაცხადა ხვედელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა