ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულ 5-ვე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

კერძოდ, დუისში მცხოვრებ იუსუფ ცათიაშვილს ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაერთიანების და დახმარების ბრალდებით წაუყენეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, დანარჩენ 4 წევრს კი ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის წარედგინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადასცეს, თუმცა მათი განცხადებით, მასალები 8 ტომიანია და შესაბამისად, მათ გაცნობამდე ბრალდების დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ადვოკატ ანა ლილუაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები მათ მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

„წარდგენილი ბრალდება არის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება, მისი დახმარება და წევრობა. ბრალდებულები არ აღიარებენ აღნიშნულ დანაშაულს, გაეცნენ ბრალდების შესახებ დადგენილებას და ხელი მოაწერეს აღნიშნულს“, - აღნიშნა ანა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი