თორნიკე ჯანაშია - მზად ვარ, მერის რანგში განვაგრძო მარტვილის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა

ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევა. ჩემს დაპირებებს ზურგს უმაგრებს სწორი სტრატეგია და რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი სჭირდება, საქმით ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ მარტვილის მერობის კანდიდატმა თორნიკე ჯანაშიამ წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.

„ნამდვილად ამაღელვებელია, როდესაც აცნობიერებ, რომ გუნდმა სწორედ შენ განდო მშობლიური მხარის, კარგად ნაცნობი ადამიანების მომავალზე ზრუნვა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ცენტრი იყო თავისი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებითა და ერთგული, პატრიოტი ხალხით, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი ერთმანეთზე, საქართველოსა და მშობლიურ მხარეზე ზრუნვა იყო. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდი, საკუთარი თვალით ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში მართლაც კოლოსალური საქმე გაკეთდა, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა, ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ ისინი. მეტიც, ჩემი მიზანი არათუ აღნიშნული პრობლემების გადაჭრა, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევაა. გარწმუნებთ, ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ჩემს დაპირებებს ზურგს უმაგრებს სწორი სტრატეგია და რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი სჭირდება და სწორედაც რომ საქმით ვადასტურებთ, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ყველაზე უკეთ თქვენ ხედავთ, სად არის სიმართლე. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერასა და გამარჯვებაში. მზად ვარ ამჯერად უკვე მერის რანგში განვაგრძო ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თქვენთან აქტიური კომუნიკაციის გარეშე. ღრმად მწამს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ - მე და ჩემი გუნდი, მეორე მხრივ კი მარტვილის მოსახლეობა, ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს ვუჩვენებთ მთელ საქართველოს, რაც, პირველ რიგში, სწორედ საერთო კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე აისახება.

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, დავით ბარამია, შალვა ბახია, იპოლიტე დანელია, გოგი ბასილაია, გიორგი გაბუნია, მინდია გაბისონია, ჯამბულ ხუროძე, რამაზ ხურცილავა, ავქსენტ აბაკელია, ირაკლი დიხამინჯია, კახაბერ ჯგერენაია, ჯამლეტ ბეჭვაია“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა