„ევროპულმა საქართველომ" ბათუმში პოლიტიკური გუნდი წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვახტანგ კალოიანი და პარტიული სიის წევრები წარადგინა.

როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, კალოიანი „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერია და არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეც გახდება.

„მინდა დავასახელო ჩვენი გუნდის ლიდერი ბათუმში, ძალიან კარგი ბათუმელი, ძალიან ცნობილი ექიმი, ადამიანი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანებს ეხმარებოდა. ადამიანი, რომელიც არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ექიმი და პიროვნება - ვახტან კალოიანი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერი, ჩვენი სიის პირველი ნომერია. ასევე ის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდეგ ეს ასე მოხდება, მერი იქნება კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე კი ვახტანგ კალოიანი იქნება. ეს ამ არჩევნების შედეგი იქნება“, - განაცხადა წერეთელმა.

თავის მხრივ, წარდგენისას ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ საჭიროა ცვლილება, რომლის სარგებელს თითოეული მოქალაქე ნახავს.

ეს დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენი კოალიცია მზადაა, აიღოს, ჩაიბაროს ბათუმზე პასუხისმგებლობა. ჩვენ არ გვჭირდება ცვლილება ცვლილებებისთვის, ჩვენ გვჭირდება, ცვლილება, რომლის სარგებელს თითოეული მოქალაქე ნახავს“, - განაცხადა კალოიანმა.

"ევროპული საქართველოს" სიის წევრები არიან:

1.ვახტანგ კალოიანი - ექიმი

2.ბადრი გორგაძე - პედაგოგი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ღორჯომის საჯარო სკოლის პედაგოგად, ასევე ღორჯომის თემის გამგებლად აჭარის ავტონომიური რესბულიკის მთავარობის აპარატში, მთავარ სპეციალისტად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის დეპარტამენტში. ხულოს გამგებლის მოადგილედ, ხულოს საკრებულოს თავმჯდოვრის მრჩეველი, ხულოს საკრებულოს წევრი მესამე მოწვევის საკრებულოში, 2017 წლიდან დღემდე "ევროპული საქართველოს" წევრი და ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი;

3.ნონა რომანაძე - ქორეოგრაფი, ანსამბლ "გორდას" ხელმძღვანელი;

4.გიორგი ქამადაძე - სტუდენტი;

5.ნინო ხარჩილავა - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი.

6.ვასო ჩხარტიშვილი - ეკონომისტი, მაგისტრანტი, ,,პაშა,, ბანკის თანამშრომელი

7.ნანა მიქელაძე - პედაგოგი

8.გიორგი ვაშაყმაძე - სტუდენტი

9. გიორგი ბეჟანიძე - ბიზნესმენი

10.მედეა გოგრაჭაძე - ექთანი, სამედიცინო დარგის სპეციალისტი

11.თამაზ გორგაძე - ინჟინერი

12.სალომე ხიმშიაშვლი - სტუდენტი, იურისტი

13.ზაირა დავითაძე - ეკონომისტი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა