„თალიბანმა“ ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმა დაგმო

„თალიბანი“ ირწმუნება, რომ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმა ამერიკელების მიერ კონტროლირებულ ზონაში მოხდა. „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მომხდარი დაგმო.

„ჩვენი სახელმწიფო მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტში სამოქალაქო პირებისკენ მიმართულ აფეთქებას. ეს მოხდა იმ ზონაში, რომლის უსაფრთხოებაზეც ამერიკული სამხედრო ძალები არიან პასუხისმგებელნი“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

„თალიბანის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი საკუთარი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვაზე ზრუნავენ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს