მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ კახა კალაძის განცხადებაში რაიმე იყოს არადიპლომატიური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თბილისის მერის კახა კალაძის პასუხი ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე არადიპლომატიური არ იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის კოლეგას გაკეთებული განცხადებით გამო ვერ გაკიცხავს.

„მე არ მგონია, რომ კახა კალაძის განცხადებაში რაიმე იყოს არადიპლომატიური. რეალურად საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პროგრესი, მნიშვნელვოანი და სტაბილური ამ მიმართულებით. გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ მომავალში ეს გაგრძელდება აუცილებლად და ამ ინტეგრაციის პროცესს არაფერი შეაფერხებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს მოსაზრება აბსოლუტურად რელევანტური იყო. მე არ მგონია, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში ვინმესგან სასაყვედურო ჰქონდეს, ამ შეფასებას ვერ გავკიცხავ“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას თბილისის მერმა კახა კალაძემ უპასუხა აღნიშნა, რომ „ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“. როგორც კალაძემ თქვა, საქართველო შეძლებს, რომ ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია