ირაკლი ქადაგიშვილი ესტონეთის პრეზიდენტზე - უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის და მათი გარედან წახალისება მგონია, რომ არ არის ჩვენი პარტნიორების ამოცანა

უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის - ის, რომ ესტონეთი, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის წევრები, ეს განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ფაქტორებით და ძალიან შორის არც მათი სასამართლო სისტემა იყო წასული საქართველოს სასამართლო სისტემასთან შედარებით,- ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებით გეოპოლიტიკის და რეალური პრობლემების ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს, სტრატეგიულ პარტნიორს კი მეტი დიპლომატია მართებს.

„სტრატეგიულ პარტნიორს ალბათ, უფრო მეტი დიპლომატია სჭირდება ჩვენთან ურთიერთობაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელზეც ადვილად შეიძლება მაინც და მაინც ჭკუის დამრიგებლური ტონით საუბარი. ჩვენ საბჭოთა კავშირის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მძიმე დარტყმები გადავიტანეთ და მიუხედავად ამ ჰიბრიდული ომისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არ შეჩერებულა, ძალიან ეფექტურად მიდის ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის და მათი წახალისება გარედან მგონი არ არის დღეს მთავარი ამოცანა ჩვენი პარტნიორების. ალბათ, პირველ რიგში ჯერ ყველამ თავის ქვეყანაზე უნდა იზრუნოს. ის, რომ დღეს ესტონეთი, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის წევრები, ეს განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ფაქტორებით და ძალიან შორის არც მათი სასამართლო სისტემა იყო წასული საქართველოს სასამართლო სისტემასთან შედარებით, ვერც ნატო- ს წევრი ბევრი ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ მოვა ჩვენს სასამართლო სისტემასთან, რომლებიც გახდნენ ნატო-ს წევრები, ამიტომ გეოპოლიტიკას და რეალურ პრობლემებს ერთმანეთში ნუ ვურევთ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, შესაძლოა 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პირადად ის ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა ამას დიდი დრო სჭირდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია