მეუფე იაკობი - ჩვენი საქციელით და ქცევით ღმერთი დაგვიფარავს, სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს- ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით

ჩვენი საქციელით ღმერთი დაგვიფარავს, სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს - ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, როგორც ომში არ იციან ვინ საიდან ისვრის ბომბს, ისე არ იციან, თუ ვის მიეკარება კორონავირუსი.

„მთავარია სიკვდილიანობა კატასტროფულ რაოდენობაზე არ ავიდეს. ძალიან ცუდია, რომ ადამიანის სიცოცხლეზე, პროცენტებზე საუბრობ. 3 მლნ 700 ათასი ვართ. ვნახავთ, ჩვენი საქციელით და ქცევით ღმერთი დაგვიფარავს. სიკვდილიანობის ის პროცენტი არ იქნება, რაც უნდა იყოს. ახლა ომში ვართ და ნუ გავიკვირვებთ, რა, სამწუხაროდ, ვკვდებით.

არავინ იცის, ვის საიდან გვესვრიან. როგორც ომში არ იციან ვინ საიდან ისვრის ბომბს, ისე არ იცი ვის მიეკარება ეს. ისეთი ვირუსია, ან უნდა შეგხვდეს და მოიხადო, ან პრევენცია უნდა გააკეთო. ამის გამო ნუ დავჭამთ საზოგადოება ერთმანეთს. ვისაც აცრა უნდა საკმარისი რაოდენობის არის და შემოიტანს სახელმწიფო. მე მაინც ვფიქრობ, ისეთ ქვეყნებს დაარტყეს, ვისიც ეშინოდათ, ვისი წაქცევაც უნდოდათ. ვერ წაიქცევა ვერავინ, კაცობრიობა გამარჯვებულები და სულიერად ამაღლებულებიც გამოვალთ, ბევრ რამეს ვისწავლით. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთი კი არ უნდა ვჭამოთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია