ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა. „ქართული ოცნების” ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მათ უბნის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად, აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამების მხარდაჭერა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სისტემატურად გაგრძელდება, რადგან სწორედ მათთან საუბარში იკვეთება რაიონში არსებული ყველაზე რეალური გამოწვევები, რომელთა დაძლევის გზებზე მუშაობა ისევ და ისევ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა