მიხეილ სარჯველაძე - იმ ფონზე, როცა ჩვენი გამოთვლებით, დაახლოებით 50%-იანი მხარდაჭერა გვაქვს, მესამე ძალის კარტის გათამაშება მაინც და მაინც პერსპექტიული არ მგონია

იმ ფონზე, როცა ჩვენი გამოთვლებით, დაახლოებით 50%- იანი მხარდაჭერა გვაქვს, მესამე ძალის კარტის გათამაშება მაინც და მაინც პერსპექტიული არ მგონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნას, სადაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.

მისი თქმით, მათი მიზანი იმ ადამიანების ხმებზე ნადირობაა, რომლებსაც არც ოპოზიციაში არსებული პარტიები მოსწონთ და ხელისუფლების მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ამ გაერთიანებას პერსპექტივა არ ექნება.

„არასწორი პოლიტიკა აქვთ არჩეული, ცდილობენ, გამორიცხონ პოლიტიკიდან მმართველი ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების ცალკეული ნაწილი, ეს არასწორია იმდენად, რამდენადაც არ არის ახნილი და დასაბუთებული სახელისუფლებო ძალასთან მიმართებით ეს ლოგიკა. თუმცა, ჩემთვის გასაგებია, რასაც ცდილობენ - არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ გამოირჩევა მხარდაჭერით არც ოპოზიციაში მანამდე არსებული პარტიების მიმართ და შეიძლება ხელისუფლების მიმართაც გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს, ასეთ ხმებზე ნადირობის მცდელობას წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალისგან გაცხადებული და დეკლარირებული მიმართულება. თუმცა, მე არ მგონია, სადღეისოდ ეს იმდენად აქტუალური იყოს, რომ რაიმე მნიშვნელოვან გაერთიანებაზე ვსაუბრობდეთ. იმ ფონზე, როცა ჩვენი გამოთვლებით დაახლოებით 50 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, ეს ნიშნავს რომ მესამე ძალის, ამ კარტის გათამაშება მაინც და მაინც პერსპექტიული არ მგონია. სამომავლოდ, ეს შანსები როგორი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა რომ ეს შანსი არ არსებობს, ცხადია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა