ხათუნა სამნიძე - მე ვარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გავაერთიანეთ ჩვენი ძალები, გამოცდილება, ცოდნა და შევქმენით პლატფორმა, რათა ადამიანებმა დაინახონ შესაძლებლობა, არჩევანი

ძალიან მძიმე კრიზისი გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ და მე ვარ დღეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებთან ერთადაც ამ პროცესში დავინახეთ, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობით, ერთმანეთთან მუშაობით, ამ კრიზისის განხილვით, გაანალიზებით და გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ვითარება, შევცვალოთ დინამიკა ქვეყანაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, „მესამე ძალის“ მიზანია, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პროტესტის გრძნობა აქვს, მივიდეს არჩევნებზე.

„მე წარმოვადგენ „რესპუბლიკურ პარტიას", რომელიც დაფუძნების დღიდან ბრძოლაშია და შრომობს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს კონკურენცია და თანამშრომლობა და არა მტრობა და დაპირისპირება, რასაც ვუყურებთ უკვე ბევრი წელია. მე წარმოვადგენ პარტიას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს გარემო, სადაც ადამიანი დაცულად იგრძნობს თავს. იქნება ბედნიერი, იარსებებს თანასწორ გარემოში. ასეთი გარემო ვერ შექმნა ამ ხელისუფლებამ. არა თუ ვერ შექმნა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ყველა ნაბიჯი გადადგა, რომ ძალადობა არის პირველი, რაც გვახსენდება, როცა ვსაუბრობთ ამ ხელისუფლებაზე. ხელისუფლება, რომელმაც ვერ მოაგვარა ქვეყანაში ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დღეს დგას დღის წესრიგში - ადამიანების სიცოცხლის უფლება, ლაპარაკობს მხოლოდ სტატისტიკაზე. ძალიან მძიმე კრიზისი გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ და მე ვარ დღეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებთან ერთადაც ამ პროცესში დავინახეთ, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობით, ერთმანეთთან მუშაობით, ამ კრიზისის განხილვით, გაანალიზებით და გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ვითარება, შევცვალოთ დინამიკა ქვეყანაში. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვარ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც გავაერთიანეთ ჩვენი ძალები, გამოცდილება, ცოდნა და შევქმენით პლატფორმა, რომელსაც დავარქვით „მესამე ძალა“, იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ შესაძლებლობა, არჩევანი“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.

გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას:

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე;

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე;

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი“ ვახტანგ იაშვილი;

სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი ოთარ ბაღათურია;

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა