თამარ გაბუნიას განმარტებით, კოვიდ გადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ნებისმიერ შემთვევაში, მოქალაქე კოვიდგადატანილი იქნება თუ არა, მნიშვნელოვანია ორი დოზით აცრა.

კითხვაზე, ზოგიერთ ქვეყანაში კოვიდგადატანილები ერთჯერადად იცრებიან და შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენთანაც კოვიდგადატანილი პაციენტი ერთი დოზით აცრან, გაბუნია პასუხობს, რომ ისინი მიყვებიან ორჯერ ვაქცინირების მოდელს, თუმცა თუ ამასთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაცია იქნება, შეიძლება ამის განხილვა.

"კოვიდ გადატანილი პაციენტი ჩვენი პროგრამის მიხედვით 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და ვაქცინა უნდა ჩატარდეს ორჯერ. ჩვენ მივყვებით ორჯერ ვაქცინირების მოდელს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ იქნება დამატებითი რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ამის განხილვა. დღევანდელი მდგომარეობით ითვლება, რომ მყარი იმუნიტეტი მიიღწევა ორჯერ ვაქცინაციით. არის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ერთხელ ვაქცინაციას იყენებენ, ჩვენ შემთხვევაში ეს არის ორჯერ ვაქცინაცია" , - განაცხადა გაბუნიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?