კახა კუჭავას განცხადებით, სექტემბრის თვეში დაგეგმილი და ამის გარდა, განრიგით გათვალისწინებული, ჯამში 7 მინისტრის მოსმენა, არჩევნების შემდგომ სასესიო სხდომებზე გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სექტემბრის თვეში დაგეგმილი და ამის გარდა, განრიგით გათვალისწინებული, ჯამში 7 მინისტრის მოსმენა, არჩევნების შემდგომ სასესიო სხდომებზე გაიმართება.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დეპუტატებს ინტენსიური მუშაობა მოუწევთ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზეც.

„ამ თვეში დაგეგმილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის და იუსიტიციის მინისტრის მოსმენები. რადგან სხდომები არ ჩატარდება, ჩვენ ამას გადავიტანთ. შემდეგ სასესიო სხდომებზე ჩვენ ალბათ ზოგი კვირა მოგვიწევს ორ-ორი მინისტრის მოსმენაც, რომ ამ წელს მოვასწროთ, განრიგით გათვალისწინებული, დაახლოებით 7 მინისტრის მოსმენა. ასევე, მოგვიწევს ინტენსიურად მუშაობა, რადგან პაუზა გვექნება, ბიუჯეტზეც, რომელიც წლის ბოლომდე იქნება მისაღები“, -აღნიშნა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა