ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ გვინდა კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ?!  რა იყო შესასწორებელი და არ შევასწორეთ?

ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო საგნობრივი საუბარი, ჩვენ გვინდა, კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ?! - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს ყველა ვალდებულებას. მისი თქმით, სანამ კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რა არის გამოსასწორებელი სასამართლო სისტემის მიმართულებით კანონმდებლონაში, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იქნება.

„როცა საუბარია კონკრეტულად სასამართლო რეფორმაზე, ჩვენ ვითხოვთ, რომ უნდა დავასახელოთ კონკრეტული საზომი, რითაც შეიძლება გავზომოთ, რაიმე კანონი გვაქვს მისაღები, რაც დროში არ მიგვიღია? ასეთი კანონი არ არსებობს, რაც ჩვენ დროში უნდა მიგვეღო და არ მივიღეთ იმ სტანდარტით და იმ რეკომენდაციით, რაც ევროკავშირისგან და მათ შორის, ვენეციის კომისიისგან მოდის. საბოლოოდ 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მთლიანად დაასრულებს სასამართლო რეფორმას. ესეც გაწერილია და ყველამ კარგად იცის. ვინმეს თუ სურს, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენოს სასამართლო თემა, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ გვესმის პოლიტიკური ინტერესებიც, მაგრამ რეფორმები თავისი გზით მიმდინარეობს. ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო საგნობრივი საუბარი, ჩვენ გვინდა, კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ?! არსებობს კანონის ჩანაწერი, რაც შესასწორებელი იყო და არ შევასწორეთ? თუ ჩვენ დავდივართ მხოლოდ იმაზე, რომ საკადრო საკითხი რატომ წყდება საქართველოს პარლამენტში, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა