გიგი წერეთელი - საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით, ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციას დავშორდით

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციას დავშორდით.

გიგი წერეთელი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„ევროკავშირმა - მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის კოვიდპანდემიის პირობებში, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა . ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედური, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასე გაგრძელების შემთხვევაში საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა