თამარ გაბუნიას განცხადებით, რამოდენიმე სასტუმრო გამოიყო, რომელიც საველე ჰოსპიტლების ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს და შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის კვლავ გახსნის აუცილებლობა არ არის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ტურიზმის სექტორში შემცირებული დატვირთვის გამო, რამოდენიმე სასტუმრო გამოიყო, რომელიც საველე ჰოსპიტლების ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად დღეისთვის საველე ჰოსპიტლის კვლავ გახსნის აუცილებლობა არ არის.

როგორც გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 8 700-მდე საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში დიღმის საველე ჰოსპიტალი კვლავ გაიხსნება.

„დღეის მდგომარეობით არის მობილიზებული 8 700-მდე საწოლი. საველე ჰოსპიტალი, რომელიც გაიხსნა დიღმის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, გარკვეულწილად, 1 კვირის მანძილზე შეასრულა თავისი ფუნქცია და დაგვეხმარა იმაში, რომ როდესაც მაქსიმალური დატვირთვა იყო, დროებითი დაყოვნებისთვის ვიყენებდით. დაემატა კიდევ მეორე ქავთარაძეზე, რომელსაც საველე ჰოსპიტალს ვერ ვუწოდებ რადგან, ის არის ჰოსპიტალი, რომელიც უბრალოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და ახლა დავაბრუნეთ აქტიური ფუნქციონირების რეჟიმში, თუმცა ეს არის ლიცენზირებული ჰოსპიტალის შენობა, სადაც ყველა, არა საველე, არამედ ჰოსპიტალური პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტები იმართოს. იქ დღეს აქტიურად მიდის პაციენტების მართვა.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება იმიტომ შევაჩერეთ, რომ ამის საჭიროება არ იყო.

დაგვემატა რამდენიმე სასტუმროც, ტურისტული მიმართულებით ახლა შედარებით ნაკლები დატვირთვაა და აქამდე ჩვენთვის საველე ჰოსპიტალის ანალოგი იყო სასტუმრო, ასე რომ, ამ პერიოში საველე ჰოსპიტალში დაბრუნების აუცილებლობა არ არის, თუმცა თუ კი დაგვჭირდა შეგვიძლია მისი გამოყენება განვაახლოთ, დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას”,- განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა