ზაალ უდუმაშვილი - დღეს როგორც არასდროს, ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ

დღეს როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ“, -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, არჩევანი რეფერენდუმზე ძალიან მარტივია- რუსეთი თუ დასავლეთი.

„ ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ იმისა, რომ მცდელობა ჰქონდეს დატოვოს შარლ მიშელის დოკუმენტი. დღეს როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ, რომლის საშუალებაც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ.

არჩევანი ამ რეფერენდუმზე ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“,-აღნიშნავს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა