ახლოვდება 1 ოქტომბერი - შესაბამისად ახლოვდება მე-3 და მე-4 კატეგორიებისათვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის დრო.
იმისთვის რომ, ბუღალტრებისთვის სამუშაო შემსუბუქებულიყო და გამარტივებულიყო ანგარიშგებების მომზადების პროცესი, პროგრამა ბალანსში მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისათვის ანგარიშგებების მზა მოდელები ჩაიდო. მარტივად რომ ვთქვათ - ფორმა, რომელშიც ბუღალტერმა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია უნდა ასახოს.
ეს ანგარიშგებებია:
მე-3 და მე-4 კტეგორიის ანგარიშგებებს თან ახლავს ყველა შესაბამისი კატეგორიის ფორმულა, რომელიც ბუღალტრებს დაეხმარება სწორი ფინანსური მონაცემების გამოტანაში. ფორმულებში საჭიროა მხოლოდ შესაბამისი ანგარიშების დამატება - ბუღალტერს ანგარიშის დამატება მარტივად, Drug & Drop-ის საშუალებით შეუძლია. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების ფორმას, ფოტოს მარჯვენა ნაწილზე ფორმულაა, რომელშიც „ჩაყრილია“ შესაბამისი ანგარიშები.

მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოების აღრიცხვისას ბუღალტრებს პროგრამა ბალანსში შეეძლებათ:
ბალანსის მე-3და მე-4 კატეგორიის ფინანსური ანგარიშგებების მოდელი ითვალისწინებს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული მაკორექტირებელი გატარებების იდენტიფიცირებასაც: თუ ფინანსური ანგარიშგებების წარდგენამდე მაკორექტირებელი გატარებები გაკეთდა, პროგრამაში ბრუნვით უწყისსა და სხვა ბუღალტრულ ანგარიშგებებში შესაძლებელი იქნება ამ გატარებების იდენტიფიცირება და ცალკე ნახვა. ეს ფუნქციონალი ბუღალტრებს საშუალებას მისცემს, გატარებები, რომლებიც არასწორად არის შესრულებული, დააკორექტირონ და თავიდან გამოიტანონ ანგარიშგებებში.
თუ პროგრამაში მთელი წლის ბუღალტერია სწორადაა აღრიცხული, ბალანსში 1-ლი ოქტომბრისთვის ბუღალტერს თითქმის მზად ექნება მე-3 და მე-4 კატეგორიის შესაბამისი ანგარიშგებები.
რა არის პროგრამა ბალანსი?
ბალანსი არის 1C პლატფორმაზე შექმნილი ქართული საბუღალტრო პროგრამა. ბალანსი განკუთვნილია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, გამოიყენება ვაჭრობის, წარმოების, მშენებლობისა და სერვისის აღრიცხვისთვის.
ბალანსის 1C უფასო დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ბალანსის ოფიციალურ საიტზე - www.balance.ge

(R)