ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი

გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის იყო პრემიერი და პასუხისმგებელია ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას კენჭი იყაროს თბილისის მერად.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების და გახარიას ურთიერთბრალდებებს, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ტყუილი მათი სავიზიტო ბარათია და შეუძლებელია იმის გარჩევა, ამჯერად ვინ იტყუება.

გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის იყო პრემიერ- მინისტრი "ქართული ოცნების", შესაბამისად, პასუხისმგებელია ყველა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებული აქვს "ქართულ ოცნებას" იმ პერიოდში, როცა ის "ოცნების" წარჩინებული თანამდებობის პირი იყო. საერთოდ, "ქართული ოცნების" თანამდებობის პირები გამოირჩევიან ტყუილებით და ტყუილები არის მათთვის სავიზიტო ბარათი, შესაბამისად, ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი დღევანდელს ბრალს სდებს თუ პირიქით, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის ორივე ერთი წყაროდან არიან წარმოშობილი. რომელი ამბობს ტყუილს, ამის გარჩევა შეუძლებელია. "ქართული ოცნების" როგორც არსებული, ისე ყოფილი ლიდერებისთვის ტყუილი არის ცხოვრების წესი, შესაბამისად, მათი ურთიერთბრალდებების შეფასება ჩემთვის საინტერესო არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგს ველოდებით, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება მწარედ, ოპოზიციური პარტიები კი მიიღებენ მძლავრ მხარდაჭერას ამომრჩევლის მხრიდან,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა