მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ამერიკის ელჩი განცხადებაში სანქციების ამოქმედებას გულისხმობდა

არ მგონია, რომ ამერიკის ელჩი განცხადებაში სანქციების ამოქმედებას გულისხმობდა,- ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ დახმარებაზე უარი მათთვის სიურპრიზი იყო და ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც.

როგორც მან აღნიშნა, სანქციებს "ქართული ოცნება" არ ელოდება.

"არ მგონია, რომ სანქციებისთვის რაიმე წინაპირობა "ქართული ოცნების" რომელიმე გადაწყვეტილებამ შექმნა. სანქციები ნამდვილად არ არის მოსალოდნელი და ლოგიკური. სანქცია გამოიყენება მაშინ, როცა რაღაც ვალდებულების დარღვევაზეა საუბარი. ეს არ არის არაზუსტი ცნება, უნდა ვთქვათ კონკრეტულად რა დაირღვა, რომ სანქციებზე საუბარი გაჩნდეს საერთოდ. არ მგონია, რომ ამერიკის ელჩი სანქციების ამოქმედებას გულისხმობდა. არავითარი წინაპირობა არ გააჩნია ასე საკითხის დაყენებას,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილ წერილს და აღნიშნა, რომ ის პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

"სინამდვილეში ეს არის განცხადება არა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე მიაწოდონ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია, არამედ ეს არის განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანას იმისთვის, რომ შექმნან არასწორი შთაბეჭდილებებისთვის ნიადაგი. ეს გამომდინარეობს, ალბათ, ოპოზიციისთვის იმ საჭიროებიდან, რომ რეალურად მათი გარდაუვალი მარცხის პირობებში, შექმნან გარკვეული ალტერნატივა, პრობლემები შეუქმნან იმ ძალას, რომლის გამარჯვებაც გარდაუვალია. შეგიძლიათ ნახოთ განცხადებაში მოყვანილი არგუმენტები და მცირედი იოტიოდენა კრიტიკულობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, არავითარი საფუძველი იმ კრიტიკულ შეფასებებს, რაც გამოითქმის, არ გააჩნია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი