ლევან ვასაძე - დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომა, რაც არის სისხლის კიბოს ნაირსახეობა

დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც. AL ტიპის ამილოიდოზის გარდა, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც, რაც არის სისხლის კიბოს ნაირსახეობა, - ამის შესახებ „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე ორი თვეა, რაც მისი მკურნალობა მიმდინარეობს.

„ვინც მე მგულშემატკივრობთ, ნუ დაიზაფრებით, სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი, AL ტიპის ამილოიდოზი გაცილებით უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი. ეს მონათესავე დაავადებებია და ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან უცნაურია მათი წარმოქმნა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში ასეთ მოკლე ვადებში“, - განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ორივე დიაგნოზის დადგენის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. მანვე აღნიშნა, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი ხელოვნური შეიძლება ყოფილიყო.

„ჩვენ ვეღარ უარვყოფთ, რომ ეს დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული რადიაციის დასხივებითა და ინტოქსიკაციით, ანუ მოწამლვით. თუ ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში ეს მკაფიოდ გარკვეული არ არის, მიელომის შემთხვევაში პირდაპირ წერია, რომ ამის ერთერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამლვა“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი