ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მართლა რადიკალურად დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან მაკროფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრეზიდენტის კრიტიკა სწორი იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაშიც. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ თუ რაიმემ ჩააგდო შეთანხმება, ეს მოხდა იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ შეუერთდა და ეს ორი პარტია ყველაფერს, მათ შორის, ხელშეკრულებასაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს.

"ქართული ოცნება" საკუთარი გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მისი გადაწყვეტილებები სწორია. ამ ყველაფრიდან ევროკავშირის კომპონენტი პრეზიდენტისთვის იყო მნიშვნელოვანი თუნდაც იმიტომ, რომ თავად მასპინძლობდა შარლ მიშელს და როცა შემდეგში შეხვდება იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ ჩაშლილ პროცესზე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რომ ამ დახმარებას ვერ მიიღებდა, ოპოზიციამ რამდენიმე დღით ადრე იცოდა, როცა ევროკავშირის წარმომადგენლობაში შარლ მიშელის წარმომადგენელს შეხვდა.

„ ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ, მე მაშინ კომენტარებიც გავაკეთე, მაგრამ დიდად ყურადღება ჟურნალისტებმა არ მომაქციეთ, რეალურად საქართველოს მთავრობას არ უთქვამს უარი სესხზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად წინასწარ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შესრულებული არ აქვს ვალდებულებები და ამის შეუსრულებლობა ნიშნავს ამ ტრანშის გაჩერებას, რომ სხვანაირად არ იყოს გაგებულიო. მთავრობამ შიდა პოლიტიკური ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მოიფიქრა მარტივი "გაპრავება", რომ ზრდა ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი აქვთ და უარი თქვა 300 მილიონ ლარზე,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო