„ასტრაზენეკამ“ და ევროკავშირმა COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

„ასტრაზენეკამ“ და ევროკომისიამ მწარმოებლის მიერ COVID-19-ის ვაქცინის დარჩენილი დოზების მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეების განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე სასამართლო დავა დასრულდა, რომელიც კომპანიის მუშაობასა და ვაქცინაციის რეგიონულ კამპანიას აფერხებდა.

შეთანხების ფარგლებში, AstraZeneca-ს ეკისრება ვალდებულება, რომ მესამე კვარტლის დასასრულისთვის 60 მილიონი დოზა , მეოთხე კვარტლის დასასრულს -75 მილიონი დოზა, ხოლო 2022 წლის პირველი კვარტლის დასასრულს - 65 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება უზრუნველყოს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს თქმით, ახალი შეთანხმებით წევრ ქვეყნებს მიეწოდებათ განრიგი, რა დროისთვისაც ისინი დოზების მიღებას შეძლებენ. პროცესის შეფერხების შემთხვევაში კი ისინი გარკვეული სახის ფასდაკლებებს მიიღებენ.

”ჩვენს წევრ ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ტემპის მაჩვენებლები განსხვავებებულია, ამიტომ ვაქცინების ხელმისაწვდომობას, მათ შორის „ასტრაზენეკას“ დოზების დროულ მიწოდებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხში სტელა კირიაკიდესმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა