სხვადასხვა სამუშაოს გამო, 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, რუსუდანის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ჯანელიძისა და მანავის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის, ბარნოვის, ინოლა გურგულიასა და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 -დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 -დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის IVა, IVბ მიკრაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ისაკიანის, ავშნის, რეზო გაბაშვილის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიასა და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კანდელაკის, კოსტავას, შარტავას, გიორგი ბრწყინვალის, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონისა და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, დაბა კიკეთის, დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილისა და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა