ზურაბ აბაშიძე - ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე ნიაღვრისა და გურამ რჩეულიშვილის ქუჩებს ესტუმრა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტები განიხილა და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე იმსჯელა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ესწრებოდა.

„მთაწმინდის რაიონის განვითარების გეგმის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად ვიზრუნებთ, რომ ყველა უბანში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული კეთილმოწყობილი გარემო. მე პირადად ვიდგები თქვენ გვერდით და ყოველთვის ვიქნები ხელმისაწვდომი რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხისა თუ ინიციატივის განსახილველად" – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

მმართველი პარტიის ცნობითვე, შეხვედრის ფარგლებში საუბარი Covid-19-ის გავრცელების შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებსაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომელთა განხორციელება მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა