ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტი მკურნალობს

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში დღეს დილის მონაცემებით, 91 პაციენტი მკურნალობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა, პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია.

„დღეს დილის მონაცემებით, 91 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. გუშინ შესრულდა 2 რეფერარი და ერთი პაციენტი ბინაზე გაეწერა. დღეს იგეგმება პაციენტთა ნაწილის გაწერა. ზოგიერთი პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართვეელოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, კოვიდ 19-ს კიდევ 74 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს