ირაკლი ღარიბაშვილი - მელია, კრიმინალი, კაცი, რომელიც მხილებულია პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი

მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, არის ჩვეულებრივი კრიმინალი - ეს კრიმინალი კაცი, რომელიც მხილებული არის პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე - ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ერთად მაფიოზური დაჯგუფების წევრი და კრიმინალური საქმეების შემსრულებელი იყო.

„გამოვიდნენ დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და რა თქმა უნდა, მათ სათქმელი არ აქვთ, რა უნდა თქვან გარდა იმისა, რომ ყოველდღე ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს საზოგადოებას იმ მძიმე დანაშაულებებისთვის, რაც ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა რამდენიმე სიტყვით მოსახლეობას ვუთხრა თუ რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენს ქვეყანაში. მელია, რომელიც დღეს კენჭს იყრის თბილისის მერად და სურს თბილისის მერობა, ამ დროს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. რატომ არის კრიმინალი? იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეში და მას მისჯილი აქვს და კრიმინალია ჩვეულებრივი. მეორე - ის იყო, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან ერთად მთელი მაფიოზური დაჯგუფების წევრი და კრიმინალური საქმეების შემსრულებელი. თქვენ კარგად გახსოვთ ამერიკაში რაც მოხდა, კონგრესის შენობაზე თავდასხმა, სადაც ადგილზე 4 ადამიანი იქნა მოკლული პოლიციის მიერ და მომდევნო დღეებში 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს - ჩვენთან იგივე ბრალდებით იქნა ეს ადამიანი, მელია დასჯილი, დაპატიმრებული და შემდეგ ნახეთ თქვენ როგორი შოუ და როგორი აბსურდული და მართლაც ჩვენი კონსტიტუციის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი გაგრძელება ჰქონდა მთელ ამ საქმეს და დღეს ეს კაცი, ეს კრიმინალი კაცი, რომელიც მხილებული არის პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე - ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერმა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მარგინალები არიან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის მოსახლეობას სიმართლეს ეუბნება და არაფერს არ იგონებს.

„მე მინდა სხვებზეც ვთქვა, რომ იმდენად დისკრედიტირებულები და მარგინალები არიან, რომ ადგილებზე ვერ შეარჩიეს კანდიდატები. საკუთარ ოჯახის წევრებს აგზავნიან და ვიღაც გაუგებარ ასევე, მარგინალებს და კრიმინალებს უგულავას სახით, რომელიც გამოდის და ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. ეს აგრესიული ტონი არ არის. მე მოსახლეობას სიმართლეს ვეუბნები. ისე აღარ იქნება - ერთხელ დაანგრიეს ქვეყანა და დაგვაკარგვინეს ჩვენი ტერიტორიები და მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ. მე სიმართლეს ვლაპარაკობ, არაფერს არ ვიგონებ“, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა