ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის აქ, ყველას კარგად გვახსოვს, ხან ღრუბლებით, ხან ზღვით როგორ მოდიოდა - არსად ჩამომსვლელი ის არ არის

არც ჩვენთვის და არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო არ არის, რას იტყვის მატყუარა, გაკოტრებული პოლიტიკოსი, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.

ღუდუშაურის თქმით, არსად ჩამომსვლელი სააკაშვილი არ არის.

მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა კომიკურ, ცრუპენტელა ყოფილ პოლიტიკოსად. არ შეიძლება რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ყველას კარგად გვახსოვს, სააკაშვილი ხან ღრუბლებით, ხან ზღვით როგორ მოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ ჩამოდის აქ. არსად ჩამომსვლელი ის არ არის, ჩამომსვლელი რომ იყოს, არ გაიქცეოდა და საკუთარი ქვეყნის პასპორტს არ მიაგდებდა,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 6 სექტემბერს გააკეთებს. სააკაშვილი საზოგადოებას 21:00 საათზე მიმართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა