ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს განსხვავებული პოზიცია გენერალური პროკურორის არჩევისათვის საჭირო ხმების რაოდენობაზე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ხვალამდე

„ქართულ ოცნებას“ აქვს განსხვავებული პოზიცია გენერალური პროკურორის არჩევისათვის საჭირო ხმების რაოდენობასთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ხვალამდე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის ინფორმაციით, გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებები მოდერატორების მხრიდან იყო შემოთავაზებული და მმართველ პარტიას არ შეუძლია მხოლოდ თვითონ აირჩიოს გენერალური პროკურორი, თუმცა, „ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ გენპროკურორის არჩევის ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არ არის.

,,ამ მომენტისთვის, გვაქვს თანხმობა, რომ ყველა ფრაქცია მხარს ვუჭერთ ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ჩანაწერს, დაბალ ბარიერს და ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების შემცირებას შვიდიდან ოთხამდე. „ქართულ ოცნებას“ აქვს განსხვავებული პოზიცია გენერალური პროკურორის არჩევისათვის საჭირო ხმების რაოდენობასთან მიმართებაში, მათ ეს პოზიცია გაგვაცნეს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ხვალამდე. გენერალური პროკურორის საკითხი იქნება ამოღებული და ცალკე ვუყრით კენჭს თუ დავტოვებთ ისე, როგორც არის. ამოცანაა, რომ კონსენსუსი მიღწეული იყოს, სხვაგვარად საჭირო მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღებს. გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებები შემოთავაზებული იყო ჩვენი მოდერატორების მხრიდან სწორედ იმიტომ, რომ ეს საჭიროებს კონსენსუსს, მმართველ პარტიას არ შეუძლია მხოლოდ თვითონ აირჩიოს გენერალური პროკურორი. „ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არ არის, ამიტომ საბოლოოდ ისეთ ვერსიას უნდა ვუყაროთ კენჭი, რომელსაც ყველა დავუჭერთ მხარს და ექნება საკმარისი ხმები“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა