ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმის პროკურორი - მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩადენას  ჰქონდა ადგილი

მოწმის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას. ასევე, აუდიტორული დასკვნით და მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ფინანსური ოპერაციებით, სარგებელი ნახეს ბრალდებულებმა და აღნიშნული ზიანი მიადგა უშუალოდ ბანკს, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და ამით, „ლელოს“ ლიდერების დღევანდელ პროცესს გამოეხმაურა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე მოწმის ჩვენებამ დაადასტურა, რომ ბრალდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას.

„დღევანდელმა მოწმემ პირდაპირ განაცხადა, რომ მისი აუდიტორული დასკვნით დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ფინანსურ ტრანზაქციებს, რომელიც შედგებოდა თანხების დანაწევრებით, არაერთჯერადი გადარიცხვებით, - ეს ყველაფერი წარმოადგენს ფულის გათეთრების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კომპონენტებს. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას. ასევე, აუდიტორული დასკვნით და მოწმის ჩვენებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ფინანსური ოპერაციებით, კერძოდ იმით, რომ თანხა „თიბისი“ ბანკიდან თაღლითური გზით იყო მიღებული და შემდგომ, ეს თანხები უკანონოდ იყო ჩამოწერილი. საბოლოო ჯამში, სარგებელი ნახეს ბრალდებულებმა და აღნიშნული ზიანი მიადგა უშუალოდ ბანკს“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა