იაგო ხვიჩია - თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, “პორშეთი" დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ

თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ახალნაყიდი ელექტრო "პორშეთი" დავხვდებით და ოფისში ან პარლამენტში მივაცილებთ ,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საქართველოში დაბრუნების თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

“ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე ან პარლამენტამდე. არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათჯერ და მეტჯერ როცა იტყვი, რომ ჩამოდიხარ და არ ჩამოხვალ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია